სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Eastern Promotions და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ ფესტივალს - Jazz and Wine Kakheti

21-23 სექტემბერს, კახეთში, სასტუმროში „Lopota Lake Resort & Spa“, რიგით მეორე ფესტივალი - „Jazz and Wine Kakheti“ გაიმართება.

ფესტივალში, ტრადიციულად მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ. წლევანდელი „Jazz & Wine Kakheti”-ს ჰედლაინერები ცნობილი ამერიკელი ვოკალისტი ჯუდით ჰილი და ბლუზის ერთ-ერთი მიმდინარეობის, თანამედროვე ზაიდეკოს მუსიკალური სტილის შემსრულებელი დუენი დოპსი არიან. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ: Aglio Olio & Swing, Yessa, Bahama Soul Club და სხვა.

„Jazz and Wine Kakheti“-ს ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება - ქართული ღვინის კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციას და ჯაზური მუსიკის ფონზე, სტუმრებს შესაძლებლობას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახებოის ღვინო; სამი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ რთველში, ამოავლონ ჩურჩხელა და დაწურონ ღვინო.

თიბისი სტატუსის მომხმარებლები „Jazz and Wine Kakheti“-ს ფესტივალზე დასასწრები ბილეთების, ასევე სასტუმროს ნაკრების შეძენას ტრადიცულად 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია tkt.ge-ზე.

ფესტივალის პროგრამის, ასევე ბილეთების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე:

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100