სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კოალიცია შეთანხმდა პრემიერის პოსტზე პრეზიდენტს გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინოს

მიუხედავად იმისა, მართლა გული გვისკდება ყველას ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების გამო, დარწმუნებული ვარ, რომ ის ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნება, ქვეყნისთვის ყველა სასიკეთო საქმეში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი კვირიკაშვილს ხვდებიან.

სხდომაზე კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შესრულებელ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან ერთად მივიდა. კვაჭანტირაძემ ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" შეთანხმდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე პრეზიდენტს გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინოს. "მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს იმ შრომისთვის, ღვაწლისთვის, რომელიც გასწია, როგორც პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ისე ჩვენი კოალიციის ლიდერის პოსტზე. მიუხედავად იმისა, რომ მართლა ყველა გული გვისკდება მისი გადაწყვეტილების გამო, დარწმუნებული ვარ ბატონი ირაკლი ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნება, ყველა სასიკეთო საქმეში, ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ. ამ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100