საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის სეიმის მარშალს შეხვდა
საქართველოს პრეზიდნეტის გიორგი მარგევლაშვილის სამუშაო ვიზიტის პირველი შეხვედრა პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოში შედგა. ქვეყნის პირველი პირი პოლონეთის სეიმის მარშალს რადოსლავ სიკორსკის შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
შეხვედრისას
საქართველოს
პრეზიდენტმა
ევროატლანტიკური
ინტეგრაციის
პროცესზე
ისაუბრა
და ყურადღება იმ ნაბიჯებზე გაამახვილა, რომელიც საქართველომ ამ პროცესის დასაჩქარებლად გადადგა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია და ამ პროცესში პოლონეთის როლი იყო.
სეიმში გამრთული შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებას და ამ დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. აღინიშნა, რომ პოლონეთი შეთანხმების რატიფიცირებას უახლოეს პერიოდში შექმნის გეგმავს.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პარლამენტის სპიკერს შორის. საუბარი შეეხო, რა თქმა უნდა, ჩვენს მეგობრობას და საქართველოს მომავალს, რომელიც უკავშირდება ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ პროცესს და ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას უახლოეს მომავალში მოვახდენთ. ასევე გვინდა, რომ მომავალ წელს რიგაში მივიღოთ გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმის პროცესის დაწყების თაობაზე და რომელიც ასევე ღია იქნება საქართველოსთვის“, - განაცხადა საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ მიხაილ შტერბამ.
ასოცირების ხელშეკრულების შეთანხება უკვე რატიფიცირებული აქვს ევრიკავშირის წევრ 9 სახელმწიფოს: რუმინეთს, ლიტვას, ლატვიას, სლოვაკეთს, მალტას, ბულგარეთს, ესტონეთს, უნგრეთს, შვედეთს.
კომენტარი