სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე ბანკის საუკეთესო მმართველად დასახელდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში

3.05.2015 მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა ჟურნალმა, EMEA Finance 2014 წლის ევროპის საბანკო დაჯილდოების გამარჯვებულები გამოავლინა.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ბანკის საუკეთესო მმართველად დასახელდა

თიბისი ბანკი დასახელდა 2014 წლის საუკეთესო ბანკად საქართველოში

ხოლო საერთაშორისო ბანკები UBS და Barclays დასახელდნენ საუკეთესო საინვესტიციო ბანკებად საქართველოში 2014 წელს. ეს ის ბანკებია, რომლებმაც გასულ წელს თიბისი ბანკის აქციების პირველადი შეთავაზება (IPO ) განახორციელეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ვახტანგ ბუცხრიკიძე, ბანკის პირველი ქართველი მმართველია, რომელმაც პროფესიონალური მიღწევებისათვის EMEA Finance-ის ჯილდო რეგიონის მასშტაბით მიიღო. საუკეთესო ბანკის ჯილდო კი თიბისი ბანკმა საქართველოს მასშტაბით EMEA Finance-ისგან თანმიმდევრულად უკვე მეოთხედ მიიღო.

„ჩვენთვის საამაყოა, რომ თიბისი ბანკი უკვე მეოთხე წელია იღებს საუკეთესო ბანკის ჯილდოს საქართველოს მასშტაბით. ეს აღიარება ბანკის წარმატებისა და განვითარებისათვის ჩვენი გუნდის სისტემატური, დაუღალავი მუშაობის შედეგია. ასევე მინდა, გამოვხატო ჩემი მადლიერება წლის საუკეთესო მმართველად დასახელებისათვის და მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს თანადგომისა და ეფექტური მუშაობისათვის,“- განაცხადა თიბისი ბანკის დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

2014 წლის ევროპის საბანკო ჯილდოს საუკეთესო ბანკების სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებად მსოფლიოს ისეთი წამყვანი ბანკები გამოვლინდნენ, როგორებიცაა UniCredit, Citi / HSBC,Deutsche Bank, JP Morgan, Swiss Capital და ა.შ.

EMEA Financeმსოფლიოს ერთ-ერთი ავტორიტეტული ფინანსური გამოცემაა, რომელიც იკვლევს ფინანსურ ბაზრებს როგორც ევროპაში, ისე ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100