ხვალ, 27 თებერვალს, 13:00 საათზე, სოფელ წეროვანში გაიმართება მწარალ დათო ტურაშვილის შეხვედრა მკითხველთან
წეროვანის საჯარო სკოლაში, “საბას” ლაურეატი მწერალი, დევნილ მოწაფეებსა და მათ მშობლებთან ისაუბრებს ლიტერატურაზე, საკუთარ შემოქმედებასა და ახალ წიგნებზე, უპასუხებსშეკითხვებს.ეს შეხვედრა, სახელწოდებით “შეხვედრის საბა-ბი” ლიტერატურული პრემია “საბას” ახალი აქციაა, რომლის ფარგლებში “საბას” ლაურეატები წლის განმავლობაში საქართველოსსხვადასხვა კუთხეებს მოივლიან და ადგილობრივ მკითხველებს შეხვდებიან. ამავე რეგიონის ზოგიერთი სოფლის სკოლებს კი საჩუქრად გადასცემენ “საბას” ელექტრონული წიგნებისბიბლიოთეკას.ეს არის “საბას” სოციალურ-საგანმანათლებლო აქცია, რომელიც სხვა და სხვა მიმართულებებს მოიცავს. ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია წელს თბილისის ფარგლებსსცილდება და რეგიონებში აკითხავს მკითხველებს.წეროვანის საჯარო სკოლაში „საბას“ ლაურეატები გახსნიან ელექტრონული ბიბლიოთეკის სამკითხველო კუთხეს. სკოლას საჩუქრად გადაეცემა სპეციალური სამკითხველო სტენდი, ლეპტოპი,შიგ ჩატვირთული ელექტრონული ბიბლიოთეკით. ამ აქციაში ჩაერთნენ ქართული გამომცემლობებიც - დიოგენე, ინტელექტი, სიესტა, პალიტრა L, არტანუჯი, საუნჯე და სხვა... სწორედმათ მიერ გამოცემული წიგნებითაა შედგენილი ის ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომელიც “საბასგან” და გამომცემლობებისგან ბავშვებს საჩუქრად გადაეცა.მსგავსი შეხვედრები გაიმართება ყოველთვიურად და მოიცავს საქართველოს სხვა რეგიონებს.
კომენტარი