დაარღვია თუ არა ივანიშვილმა კანონი, არჩევნებზე ხმის მიცემისას?
დაირღვა თუ არა კანონი პრემიერის მიერ საკუთარი არჩევანის შესახებ ტელევიზიით გაკეთებული განცხადებისას, ამაზე პასუხი კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ უნდა გასცეს , - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
"უბნის გარეთ აგიტაცია არ იკრძალება. აკრძალულია ფასიანი და უფასო
რეკლამა ტელევიზიით. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიასმ უნდა
გასცეს პასუხი, ჩაითვლება თუ არა ეს ფასიან ან უფასო
რეკლამად. მედიამონიტორინგს კომისია აწარმოებს",-განაცხადა აზარაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, ხმის
მიცემის შემდეგ, უშუალოდ საარჩევნო უბნის შენობის დატოვების განაცხადა, რომ ხმა მისცა გიორგი მარგველაშვილს.
კომენტარი