სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილმა ქსენია სობჩაკს ინტერვიუზე უარი კრემლის შიშით უთხრა?

პრემიერ-მინსტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუს ჟურნალისტ ქსენია სობჩაკს ინტერვიუზე უარი უთხრა. ამის შესახებ რუსი ბლოგერი სტანისლავ სადალსკი საკუთარ ბლოგზე წერს. მისი ვარაუდით, ივანიშვილის უარის მიზეზი ის არის, რომ საქართველოს პრემიერს კრემლთან ურთიერთობის დალაგება სურს, სობჩაკს კი კრემლი არ უყვარს.

"ჩემი შეხედულებით, ქსენია სობჩაკი საუკეთესო რუსი ინტერვიუერია. მისი მოსმენა ერთი სიამოვნებაა, ჭკვიანია... :) თბილისში პუტინის გამოსახულებიანი მაისურით ჩავიდა და პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესო პრეზიდენტთან თამამი ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუს ჩაწერა კრიმინალის დამცველ ივანიშვილთანაც სცადა, თუმცა ბიძინა შეშინდა და კატეგორიული უარი განაცხადა. მთვარი არგუმენტი იყო, რომ ქსენია სობჩაკი კრემლში არ უყვართ, მას კი რუსეთთან ურთიერთობის დალაგება სურს", - წერს სადალსკი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100