"საწყალი შენი ოჯახი როგორ ვანუგეშოთ? გრძნობდი ალბათ ყველაფერს, მალე ვეღარ მნახავთო ასე იძახდი"
ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში დაღუპული 29 წლის გაგა ბოჭორიშვილის ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში გაგას ფოტოებს და წერენ, რომ არ იციან, როგორ ანუგეშონ გაგას ცოლი და მცირეწლოვანი შვილი.
"გიგალო ძალიან დაგვწყვიტე გული, ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული. ასეთი ახალგაზრდა რატომ უფალო? არ მჯერა კიდევ რომ შენ აღარ ხარ. საწყალი შენი ოჯახი როგორ ვანუგეშოთ? გრძნობდი ალბათ ყველაფერს, მალე ვეღარ მნახავთო ასე იძახდი. ეჰ გიგალო ძალიან მეწყინა. დიდი ტკივილი ხარ შენი ოჯახსითვის და ყველასთვის".- წერს გარდაცვლილის ახლობელი. (ფოტო-სქრინი)
კომენტარი