სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დევიდ კემერონი: “რასაკვირველია, რუსეთს 2008 წლის აგვიტოში ნაკისრ ვალდებულებებსაც შევახსენებ...”

რუსეთის პრეზიდენტთან დიდი ბრიტანეთის პრემიერის მოლაპარაკების მთავარი თემა სავაჭრო ურთიერთობებია.
"მინდა ჩვენს შორის უფრო აქტიურ სავაჭრო ურთიერთობები დამყარდეს, საჭიროა ინოვაციურ კვლევებსა და პროექტებზე მუშაობა, ასევე ახალი ტექნოლოგიების სფეროში ურთიერთობა", - თქვა ბრიტანეთის პრემიერმა.
კემერონი შეხვედრას რუსეთის პრემიერ–მინისტრთან, ვლადიმირ პუტინთანაც გეგმავს. სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის პირველ პირებთან შეხვედრის დროს დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი საქართველოს საკითხსაც წამოსწევს წინ. ამის პირობა მან რამდენიმე დღით ადრე, საპარლამენტო დებატების დროს დადო, როცა ერთ–ერთი პარლამენტარის კითხვას, შეახსენებს თუ არა რუსეთს 2008 წლის აგვისტოში ნაკისრ ვალდებულებებს, დადებითად უპასუხა: “რასაკვირველია, აუცილებლად შევახსენებ”.
სხვათა შორის, დევიდ კემერონი პირველია დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრებიდან, ვინც რუსეთს ოფიციალურ ვიზიტად ბოლო 6 წლის განმავლობაში ეწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100