ტოპ|ქარდით ონლაინ შოპინგის უპირატესობა
თუ მაღაზიების დაკეტვამდე თქვენთვის და ოჯახისთვის საჭირო ნივთების შეძენა ვერ მოასწარით, უპროცენტო განვადებით შოპინგის შანსი ახლაც გაქვთ. ტოპ|ქარდით რებანკის პარტნიორებთან ონლაინ შეძლებთ ტექნიკის, თავის მოვლის საშუალებების, ტანსაცმლის, სარემონტო მასალების, სათამაშოებისა და სხვა მრავალი ნივთის ყიდვას. უფრო ვრცლად: https://rbnk.ge/online_shopping. თანხა კი რეკომენდებულ ვადებზე გაგინაწილდებათ და ეფექტური 0%-იანი განვადებით ისარგებლებთ.
ანალოგიური პირობა მოქმედებს მაშინაც, თუ სასურველი ნივთების შეძენა რომელიმე უცხოური ვებ გვერდიდან გინდათ. ასეთ შემთხვევაში 45-დღემდე ეფექტური 0%-იანი გადავადებით ისარგებლებთ. უფრო მეტიც! თუ ტოპ|ქარდს წლის ბოლომდე აიღებთ და აქციაში ჩაერთვებით, ნებისმიერი პირველი შენაძენის ღირებულება 6 თვეზე თანაბრად გადაგინაწილდებათ, თანაც პროცენტის გარეშე.
რა არის ტოპ|ქარდი?
ტოპ|ქარდი რეალურად 0%-იანი განვადების ბარათია რე|ბანკისგან.
ბარათის უპირატესობა ისაა, რომ ჩვენს პარტნიორ ობიექტებში გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელი
შენაძენის ღირებულებას რამდენიმე თვეზე ანაწილებს,
ზედმეტი პროცედურების და პროცენტის გარეშე .
ტოპ|ქარდზე
წინასწარ მტკიცდება 250-დან 10 000 ლარამდე განვადების ლიმიტი და ამ თანხის გამოყენება
შეუზღუდავადაა შესაძლებელი, მომხმარებელს ყოველ ახალ შენაძენზე ახალი განვადების დამტკიცება
არ უწევს.
ტოპ|ქარდის
განვადება სრულიად უპროცენტოა, ეფექტური 0%, 3-12 თვემდე ვადაზე რე|ბანკის პარტნიორებთან,
ხოლო 45 დღემდე ვადაზე - ყველა არაპარტნიორთან, მათ შორის, ადგილობრივ და საერთაშორისო
ონლაინ მაღაზიებში. ამასთან, მომხმარებელს ეძლევა საშუალება, 45 დღემდე უპროცენტო პერიოდით
გაანაღდოს მის ტოპ|ქარდზე დაშვებული ლიმიტი.
რატომ არის ტოპ|ქარდით ონლაინ შოპინგი უფრო
ხელსაყრელი?
ყველას,
ვინც აიღებს ტოპ|ქარდს, შეუძლია პირველი შენაძენის აქციაში ჩაერთოს და პირველი გადახდისას 6-თვიანი უპროცენტო განვადებით, ეფექტური 0%, ისარგებლოს ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში, მათ შორის, უცხოურ ონლაინ მაღაზიებშიც. სწორად ამიტომ
არის ხელსაყრელი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ვებ გვერდებიდან ტოპ|ქარდით გამოწერა:
თანხის ერთჯერადად გადახდის ნაცვლად, მას 6 თვეზე თანაბრად ანაწილებთ.
მათ, ვისაც უკვე აქვთ ტოპ|ქარდი
და ზემოხსენებული აქციით ვერ ისარგებლებენ, შეუძლიათ იშოპინგონ ონლაინ ნებისმიერ საიტზე
და ისარგებლონ 45 დღემდე ეფექტური 0%-იანი გადავადებით, ანუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ
45 დღის განმავლობაში დაფარონ.
ტოპ|ქარდის მფლობელებს ასევე შეუძლიათ
იშოპინგონ რე|ბანკის პარტნიორებთან ონლაინ და მარტივად შეიძინონ სასურველი ნივთები სახლიდან გაუსვლელად.
ჩვენს ონლაინ პარტნიორებს შორისაა: დრესაპი dressup.ge, მინისო miniso, ვულე-ვუ voulez-vous , რონიკო roniko.ge/, დომინო domino.com.ge , ელიტ ელექტრონიქსი https://ee.ge/ , მიჰაუსი mihouse.ge/ , მეგატექნიკა megatechnica.ge/ge , XS
Toys biblusi.ge/ და სხვა.
როგორ ხდება ტოპ|ქარდის შეკვეთა?
ნებისმიერ
მსურველს, ვისაც აქვს დადასტურებული შემოსავალი და სურს ტოპ|ქარდის აღება, ამის გაკეთება
ონლაინ შეუძლია ბმულზე: https://rbnk.ge/App. დისტანციური იდენტიფიკაციის და განაცხადის
შევსების 2-წუთიანი პროცედურა ძალიან მარტივია. დადასტურების შემთხვევაში კი, ბარათს
რე|ბანკის კურიერი თბილისის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე მიიტანს.
რე|ბანკის
პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბანკის ვებ გვერდზე
და კონტაქტ ცენტრში rebank.ge | +995
32 222 25 25 | *2525
კომენტარი