სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით ნარმანიამ „საეა“-ს პროგრამის 3 მიმართულება გააცნო

თბილისი - რეგიონის ცენტრი; თბილისი სოლიდარული ქალაქი და თბილისის - ჯანსაღი ქალაქიეს ის სამი ძირითადი მიმართულებაა, რომელზეც დგას ჩვენი პროგრამა და მათი მიღწევა არის თბილისის მთავრობაში ჩვენი მოსვლის მიზანი” - განაცხადა კოალიციაქართული ოცნებისთბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამსაქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისწევრებთან შეხვედრაზე.

დავით ნარმანიას განცხადებით, „თბილისს ეყოლება გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ადამიანზე ორიენტირებული მთავრობა, შევქმნით საზოგადოებრივ საბჭოებს და მერია მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მხოლოდ მათთან კონსულტაციის შედეგად მიიღებს.“ მისივე თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, მერია გამოყოფს 100 მილიონ ლარს, ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და საქართველოში წარმოებული პროდუქციის უცხოურ ბაზარზე გატანას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100