სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩვენ უკვე გადავდივართ ვირუსის გავრცელების ფაზაში, გაიზრდება დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვის გაიზრდება - ამის შესახებ პრემიერ მინისტრის მრჩეველმა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ქვეყანა ვირუსის გავრცელების ფაზაშია გადასული, რაც შემთხვევების გაზრდაზე მიანიშნებს.

პრემიერ მინისტრის მრჩეველის განცახადებით, საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების ზომები და შეზღუდვები კიდევ უფრო მკაცრდება.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მთავრობის ადმინისტრაცია უკვე გადავიდა განსხვავებულ რეჟიმზე და საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის საშუალებით გავრცელდება.

ირაკლი ჩიქოვანი მოქალაქეებს საკარანტინო და თვითიზოლაციის წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და ამბობს, რომ ამ წესების დარღვევა ვირუსის გავრცელების ზრდას ხელს უწყობს.

"როგორც იცით, მთავრობის ადმინისტრაციაში ჩვენ გადავედით განსხვავებულ რეჟიმზე. ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე გავრცელდება საქართველოს მაუწყებლის სიგნალის საშუალებით და ყველა სატელევიზიო საშუალებას ექნება ეს ინფორმაცია მიღებული. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე გადავდივართ ვირუსის გავრცელების ფაზაში, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ გაიზრდება ადამიანთა რიცხვი ვინც არის დაინფიცირებული კორონავირუსით. ჩვენ და ჩვენი სამედიცინო სექტორი მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს შეკავება მოხდეს მაქსიმალურად ეფექტიანად. მაგრამ, არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მოსალოდნელია საქართველოში დაავადებული ადამიანების რიცხვის ზრდა. როგორც იცით, რამდენიმე კვირაა, მთავრობის მიერ გადაწყვეტილებები და ღონისძიებები არის საჯაროდ აღიარებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან. ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ის ფაქტები, როდესაც ამ გადაწყვეტილებებს არ ემორჩილებიან ჩვენი თანამოქალაქეები, რაც ქმნის კიდევ უფრო მეტ საფრთხეს თითოეული მათგანისთვის და სხვებისთვის. აუცილებელია დავექვემდებროდ ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც არის გამოქვეყნებული და რომელიც არის აუცილებელი თითოეული ჩვენგანისთვის. დავიცვათ მაქსიმალური სოციალური დისტანცირება, დავრჩეთ სახლში, რათა ყველა ერთად მოვერიოთ ვირუსს"- განაცხადა ჩიქოვანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100