სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Moneyman -მა დარგის ლიდერის ჯილდო მიიღო

2016-წლის 13 ოქტომბერს “UNION OF NATIONAL BUSINESS RATINGS”-მა, ფინანსურ სფეროს წარმომადგენელ - “შპს ონლაინ ფაინენს”-ს, რომელიც საქართველოში “მანიმენი”-ს ბრენდით ოპერირებს, “LEADER OF THE BRANCH 2016”-ის ჯილდო გადასცა.


აღნიშნული ჯილდო ენიჭებათ საწარმოებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ეკონომიკის განვითარებაში, აქვთ ღირსეული ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და ავტორიტეტი ბიზნეს გარემოში. ჯილდო კომპანიას დარგის ჯამურ რეიტინგში ღირსეულ პოზიციას ადასტურებს.


კომპანიამ მოიპოვა ორი სახის ჯილდო:


  • რეიტინგი ვერცხლი საქართველოს საწარმოებს შორის ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედით “ჯამური ადგილი”;

  • რეიტინგი ვერცხლი საქართველოს საწარმოებს შორის ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით ბრუნვა”.


სარეიტინგო პროგრამა “დარგის ლიდერი 2016”-ს დახმარებით, ნაციონალური ბიზნეს რეიტინგები საქართველოში ახდენს იმ საწარმოებისა და მეწარმეთა სტიმულირებას, რომლებიც ზრუნავენ არა მხოლოდ საკუთარი ბიზნესის მომგებიანობაზე, არამედ ახორციელებენ მნიშვნელოვან შენატანს ჩვენი სახელმწიფოს მომავლისთვის.





კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100