სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა

კოვიდით დაინფიცირდა და ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომელი თამარ ფილაური,- ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„თამარ ფილაურმა ნახევარ საუკუნეზე მეტი გაატარა ჯანდაცვის სტატისტიკის სამსახურში. ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებაზე.

ქალბატონი თამარი გამოირჩეოდა საქმის მიმართ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით. იყო კოლეგებზე, მეგობრებზე, გარშემომყოფებზე განსაკუთრებით მზრუნველი პიროვნება. ყოველთვის პოზიტიური, თბილი, ყურადღებიანი, სითბოს არ იშურებდა თითოეული ჩვენგანის მიმართ. ის მუდამ ჩვენს გულებში დარჩება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100