ვაცლავ ჰაველი გარდაიცვალა
"როიტერის" ცნობით, 75 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ვაცლავ ჰაველი გარდაიცვალა.
ვაცლავ ჰაველი მსოფლიოში ცნობილი გახდა არამარტო პოლიტიკური, არამედ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გაწეული საქმიანობითაც. იგი ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი იყო. სწორედ მის სახელს უკავშირდება 80-იან წლებში "სამოქალაქო ფორუმის" შექმნა, რომელიც მთავარ ოპოზიციურ ძალად ითვლებოდა არამარტო ჩეხოსლოვაკიაში, არამედ მთელ ევროპაში, სოციალისტური ბანაკის რღვევის დაწყების წინაპერიოდში.
ვაცლავ ჰაველი ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი 1989 წელს გახდა, 1993 წელს კი, მას შემდეგ, რაც ჩეხეთი და სლოვაკეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად იქცნენ, ის ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი იყო.
აღსანიშნავია, რონ ვაცლავ ჰაველს ახლო მეგობრობა აკავშირებდა საქართველოს პირველ პრეზიდენტთან - ზვიად გამსახურდიასთან.
კომენტარი