სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტის გამოსვლის ფრაგმენტი, რომელსაც დღეს ყველაზე ხშირად იხსენებენ

საქართველოს პრეზიდენტის წინასაარჩევნო გამოსვლების გახსენება დღეს ძალიან აქტუალურია. ეს, ალბათ, იმითაა განპირობებული, რომ უკვე მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა იგრძნო - ის ადამიანები, ვინც საქართველოს უკუსვლასთან არიან ასოცირებულები და ვისაც აქამდე ხმა არ ამოეღებოდა, ყველა ახლა ახმაურდა და, რაც საინტერესოა, ზოგი მათგანის მიმართ სიმპათია კოალიცია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელებს არც დაუმალავთ.

სოციალურ ქსელებში ძალიან სწრაფად ვრცელდება მიხეილ სააკაშვილის ერთი წინასაარჩევნო გამოსვლის ფრაგმენტი,სადაც წარსულის, დავიწყებულ სახეებზეა აქცენტი გაკეთებული:

"მე ამ ხალხის სახეები დავიწყებული მქონდა, რადგან ადამიანის ინსტინქტია , ცუდი რაც არის, დაივიწყოს. მე მეგონა, რომ ის ხალხი, ვინც გვძარცვავდა, გვყვლიფავდა, გამქრალი იყო ჩემი მეხსიერებიდან, მოვიშორე, გავწიე გვერდზე. ახლა ვიღაცამ ყველანი ამოქექა საიდანღაც, ყველანი ერთად შეკრიბა.

ცოტათი დაბერებულან კიდევაც, გამხდარან, იმიტომ, რომ ვეღარ ხრავენ ისე, როგორც ხრავდნენ; კიდევ უფრო გაბოროტებულან, რადგან ამდენი წელია, უყურებენ, რომ ქვეყნის საქმეები წინ მიდის და მათი საქმე სულ უფრო უკან მიდის;

ახლა ყველა ერთად შეიკრიბა, მოდი, დავილაშქროთ და კიდევ ერთხელ შევუტიოთ, იქნებ, კართაგენი დაეცეს და იქნებ, ჩვენი დრო ისევ დადგეს; იქნებ, ისევ მოგვაპარინონ პენსიები, სოციალური დახმარებები, იქნებ, ისევ ვიხლაფორთოთ, ვიჩალიჩოთ და გავაკეთოთ ყველაფერი, როგორც ვჩალიჩობდით და ვაკეთებდით..."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100