სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბავშვი, რომელიც ორჯერ დაიბადა

როცა ჩად და კერი მაკარტნები ამბობენ, რომ მათი შვილი, მეისი ჰოუპი ორჯერ დაიბადა, ისინი ამას ნამდვილად გულისხმობენ. როცა კერი ორსულობის 23-ე კვირაში იყო, იგი ექიმთან კონსულტაციაზე წავიდა, რათა მომავალი შვილის სქესი გაეგო. მაშინ ექიმებმა ძალიან დიდი სიმსივნე აღმოაჩინეს, რომელიც დედის წიაღში მყოფ მეისის კუდუსუნის ძვალზე ჰქონდა. ამის შედეგ კერის აუცილებლად უნდა გაეკეთებინა ოპერაცია.

მეისი პირველად მაშინ დაიბადა, როცა საკეისრო კვეთის საშუალებით ექიმებმა ჩანასახის კუდუსუნის ძვალზე მეტად რთული ოპერაცია ჩაატარეს და ამისთვის, ჩანასხის ამოყვანა გახდა საჭირო დედის საშვილოსნოდან. ამ სიმსივნეს შესწევდა ძალა, გოგონას სიცოცხლე დედის წიაღშივე, დაბადებამდე დაესრულებინა.

ამ ოპერაციის შემდეგ მეისი საშვილოსნოში ჩააბრუნეს, ოპერაციიდან სამი კვირის შემდეგ კი გოგონა კიდევ ერთხელ და უკვე საბოლოოდ „დაიბადა“ და დღეისათვის იგი სრულიად ჯანმრთელი ბავშვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100