სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კანადის ზოოპარკში გეი-პინგვინებს ერთმანეთს დააშორებენ

კანადის ზოოპარკში გამალებით ცდილობენ, ერთმანეთს რამენაირად დააშორონ ორი პინგვინი-გეი, რომლებიც ვოლიერში ღამეს ერთად ათევენ და ხშირად „ეალერსებიან“ ერთმანეთს. იმის მიუხედავად, რომ პინგვინების საქციელი დამთვალიერებლებს ძალიან ახალისებს, ზოოპარკის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ისინი ერთმანეთს დააშოროს.

საქმე ის გახლავთ, რომ აფრიკული პინგვინები გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან და იმისთვის, რომ ფრინველთა ეს სახეობა შეინარჩუნონ, ადმინისტრაცია აპირებს, 20 წლის ბადი და 10 წლის პედრო ცალკე ვოლიერში გადაიყვანოს.

ამავე დროს, მთელი მსოფლიოს ზოოლოგებმა განგაში ატეხეს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო დროს ცხოველებს შორის ჰომოსექსუალური კავშირები მომრავლდა, განსაკუთრებით, ჟირაფებს, დელფინებსა და მაიმუნებს შორის. ამავე დროს, ერთნაირი სქესის ცხოველებით დაინტერესება შეინიშნება როგორც ძუ, ასევე ხვადი ცხოველების მხრიდან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100