სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩვენ მოვკვდით შენი კურსელები...ბედნიერი დედა ხარ შენს შვილთან ერთად წახვედი" - აი, რას წერენ გორში დაღუპული დედა-შვილის ახლობლები

რამდენიმე დღის წინ გორში, ჭალის დასახლებაში დედა-შვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. თავდაპირველი ვერსიით, ისინი ბუნებრივი აირის გაჟონვისგან გაიგუდნენ, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საცხოვრებელ სახლში გაზი შეყვანილი არ ყოფილა.

ექპერტიზამ გარდაცვალების მიზეზი დაადგინა - დედა-შვილის სიკვდილი გაზის ნამწვმა გამოიწვია, რომელიც მეზობელი სახლიდან შევიდა მათთან. თავდაპირველად ექსპერტიზას გაუჭირდა გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენა და ეს პროცესი დროში გაიწელა.

გარდაცვლილები დედა-შვილი, 54 წლის თამრიკო და 22 წლის მარიამი არიან, რომლებიც მარიამის საქმრომ და მისმა მეგობრებმა ნახეს ბინაში ფანჯრის შემტვრევის შემდეგ. ექსპერტიზის შემდეგ ისინი სოფელ ქიწნისში გადაასვენეს.

სოციალურ ქსელში 22 წლის მარიამის მეგობრებისა და ახლობლების დამწუხრებული და განადგურებული პოსტებია, რომლის სქრინებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ. (ფოტო სქრინები)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100