25 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
კარგი დღეა თანამოაზრეებთან შესახვედრად, იდეების გასაზიარებლად. წარმატებას მოგიტანთ კოლექტიური მუშაობა. ახალი კლიენტები, მეგობრები გამოგიჩნდებათ.
კურო
გააუმჯობესეთ საქმიანი ურთიერთობები. ზოგიერთი დამატებითი განათლების მიღებაზე დაფიქრდება. მეგობრების დახმარებით ფინანსურ საკითხებს მოაგვარებთ. კარგი დღეა შემოქმდებითი იდეების განსახორციელებლად.
ტყუპი
კარგი დღეა ურთიერთობისთვის, მიმოწერისა და ინფორმაციების მოსაძიებლად. მეტი დრო დაუთმეთ განათლების, მოგზაურობის საკითხებს. ზოგიერთი უცხოელ მეგობრებს გაიჩენს.
კირჩხიბი
ინფორმაციის, განათლების მიღების დღეა. კარგია გადაადგილება, კოლექტიურ საქმიანობა. მეტი დრო დაუთმეთ ლიტერატურას, სოციოლოგიას, დისციპლინას.
ლომი
ახალ მეგობრებს, საქმიან პარტნიორებს გაიჩენთ. შეიძლება კონკურენტები დაიმეგობროთ. გაგიუმჯობესდებათ სასიყვარულო ურთიერთობა. აიმაღლებთ ინტელექტუალურ და სოციალურ დონეს.
ქალწული
მეტი დრო დაუთმეთ გონებრივ საქმიანობას. გაერკვიეთ ახალ ტექნოლოგიებში. ზოგიერთს უფროსის შექება, დაწინაურება ელის. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
სასწორი
არაფორმალურ გარემოში შეხვდით საქმიან პარტნიორებს, თანამოაზრეებს, განიხილეთ ახალი იდეები. წარმატებული დღე ელით სარეკლამო სფეროს თანამშრომლებს, მხატვრებსა და პროგრამისტებს.
მორიელი
იდეებით აღსავსე ხართ, ენერგია უშრეტი გაქვთ და მეგობრების მხარდაჭერით მათ განხორციელებას შეძლებთ. საოჯახო საქმეები მეტ მოთმინებას საჭიროებს, ცვლილებები გელით სამეგობროში.
მშვილდოსანი
გაუზიარეთ თანამოაზრეებს ახალი იდეები, ინფორმაციები. შეიძლება გაიჩინოთ ახალი მეგობრები, მოსწავლეები. მეტი დრო დაუთმეთ ნათესავების პრობლემების მოგვარებას.
თხის რქა
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა ან შემოსავლიან თანამდებობაზე გადახვალთ. კარგი დღე ელით ლოჯისტიკის, ფსიქოლოგიის, პროგრამირების სფეროს წარმომადგენლებს. ზოგიერთი საკუთარი საიტის შექმნას გადაწყვეტს.
მერწყული
ინტუიცია და ინტელექტი - საუკეთესო ტანდემია ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლისთვის. შეეხმიანეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანებს. კარგი დღეა ახალი, ორიგინალური საკითხების შესასწავლად. გაგიმძაფრდებათ ინტერესი პროგრამირებს, ელექტროობისა და ავიაციისადმი.
თევზები
აქტიურად იქონიეთ კონტაქტი თანამოაზრეებთან. თქვენთვის საჭირო კითხვები დასვით ფორუმზე, საიტებზე. კარგი დღეა ცოდნის მისაღებად. თუ მშობლებისგან შორს ცხოვრობთ, ხშირად შეეხმიანეთ. მოსალოდნელია მგზავრობა საოჯახო საკითხთან დაკავშირებით.
კომენტარი