სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“სად იყვნენ მანდატურები”?! – ჩვენ გვიყვარს და გვტკივა თქვენი შვილები!”

მანდატური, თამარ ბერაძე (რუსთავის საჯარო სკოლა) ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტს ეხმიანება:
“სიტყვები არ მყოფნის როგორ გამოვხატო გულისტკივილი ორი გარდაცვლილი მოზარდის გამო… ისინი მშობლებმა როგორც გასული ათი წლის მანძილზე აკეთებდნენ, სკოლაში გააცილეს და არავის უფიქრია რომ… ახლა ალბათ უამრავი ადამიანი იდანაშაულებს თავს, იმაზე დარდით, იქნებ შეეძლოთ ამ უბედურების თავიდან აცილება… მაგრამ უსაშველოდ მტკივნეული ამბავი უკვე მოხდა… გაუბედურდა ოჯახები, შეწყდა ორი ახალგაზრდას სიცოცხლე… ახლა დაიწყებენ და უკვე დაიწყეს ხელის გაშვერა სხვადასხვა მიმართულებით… და რა თქმა უნდა ერთ-ერთი მანდატურის სამსახურია. 6 წელია ამ სამსახურში ვმუშაობ და აქამდე არასდროს მილაპარაკია ხმამაღლა ამ თემაზე… მინდა მივმართო ყველას ვისაც წარმოდგენა არ გაქვთ ჩვენ საქმიანობაზე… გვტკივა და გვაწუხებს თქვენი შვილების ბედი, ჩვენ თქვენ შვილებთან ხშირად უფრო მეტ დროს ვატარებთ, უკეთ ვიცნობთ და ვიცით მათი ცხოვრების დეტალები, ფიქრი, დარდი, კონფლიქტი, პირადი ცხოვრება, ვიდრე თქვენ…
თქვენ ხშირად შვილის გაზრდა მათი მსუყედ გამოკვება და ყოველ ახალ სეზონზე, ახალი ტელეფონით უზრუნველყოფა გგონიათ, ამ დროს თქვენი უსიყვარულობის, უყურადღებობის, უდროობის გამო… ბავშვები ხდებიან აგრესიულები, თავს გრძნობენ უსარგბელო და არასასურველებად… როცა გეუბნებით რომ გაიპარნენ, არ მოვიდნენ, ჰქონდათ აკრძალული ნივთი…ზოგჯერ სასაცილოდ არ გყოფნით, მაგრამ თუ რამე მოხდება, მაშინვე ისმება შეკითხვა: “სად იყვნენ მანდატურები”?! ჩვენ პასუხს ვაგებთ თქვენი შვილების უსაფრთხოებაზე, მაგრამ თქვენი თანადგომის გარეშე არაფერი შეგვიძლია…
დაუთმეთ მეტი დრო შვილებს… იმეგობრეთ მათთან და მოგვეცით საშუალება დავეხმაროთ მათ სანამ გვიან არ არის…
ჩვენ გვიყვარს და გვტკივა თქვენი შვილები!”

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100