სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მთაწმინდაზე ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია

მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ამ ეტაპზე ლოკალიზებულია. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთაწმინდის ზემო ფერდობზე ამჟამად მეხანძრეები ინტენსიურად მუშაობენ, რათა ცეცხლის სრული ლიკვიდაცია მოხდეს.

„ქვედა ნაწილში, სადაც მოსახლეობას ჰქონდა შიში, იმყოფებიან სახანძრო ბრიგადები და პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ. მეხანძრეები მუშაობენ როგორც მანქანებით, ასევე სხვა დამხმარე საშუალებებით. მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები. რთული რელიეფია. რთულად მისადგომი ადგილებია. ღამის საათებია. ბუნებრივია ხილვადობა ნაკლებია, თუმცა, სამაშველო სამსახურის ყველა ბრიგადა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერის თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია და ამას გამოძიება დაადგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100