ასტრონომი, რომელმაც ცა პირველმა აღწერა
ევდოქსი კნიდოსელი (დაახლ. დ. ძვ. წ. 408 — გ. დაახლ. ძვ. წ. 355) — ძველი ბერძენი მათემატიკოსი და ასტრონომი, პირველი მათემატიკოსია, რომელმაც პროპორციათა ზოგადი თეორია დაამუშავა (გადმოცემულია ევკლიდეს „საწყისების“ 5 წიგნში); არქიმედეს ცნობით, მასვე ეკუთვნის ამოწურვის მეთოდით დამტკიცების ხერხი. ევდოქსი კნიდოსელმა გააუმჯობესა იმ დროის მთვარე-მზისიერი კალენდარი; ერთ-ერთმა პირველმა სცადა აეხსნა პლანეტების მოძრაობა, რისთვისაც დაუშვა, რომ ისინი მიმაგრებული არიან სფეროებზე, რომელთა ცენტრში დედამიწაა და პლანეტების უთანაბრო მოძრაობა დაიყვანება მრავალი სფეროს თანაბარ ბრუნვამდე.
ეს თეორია კარგად ხსნის სატურნისა და იუპიტერის მოძრაობას, მაგრამ არ გამოდგება მარსისა და ვენერასათვის (თვითონ ევდოქსი კნიდოსელს არა ჰქონდა დაკვირვების ზუსტი მონაცემები ამ თეორიის შესამოწმებლად). მან პირველმა აღწერა დეტალურად ცა, თანავარსკვლავედები და მათი შემადგენელი ვარსკვლავები.
ევდოქსის შრომებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.
კომენტარი