საკურთხევლისკენ მიმავალმა პატარძალმა სტუმრებისგან მილოცვა და სამძიმარი ერთად მიიღო
24 წლის ინგლისელმა ნელ კორდუკსმა ქორწილის თარიღი რამდენჯერმე შეცვალა, რათა ავადმყოფ დედას მოეხერხებინა მასზე დასწრება.
ნელი და მისი საქმრო მეთი ერთმანეთს ექვსი წლის წინ შეხვდნენ და მალევე ააწყვეს ურთიერთობა, თუმცა დაოჯახებას არც ერთი ჩქარობდა. ქორწინება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გაიგეს, რომ ნელის დედა, 56 წლის ბეკი ძალიან ავად იყო. ზაფხულში ექიმებმა მას ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ამიტომ, წყვილმა გადაწყვიტა, შობამდე გადაეხადა ქორწილი. ქალის ავადმყოფობის გამო ქორწილის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა კიდეც. მთელი ამ დროის განმავლობაში ნელი დედას არ სცილდებოდა და წვეულების შესახებ გარკვეულ წარმოდგენასაც უქმნიდა - ესაუბრებოდა ინტერიერის მორთულობაზე, ასმენინებდა მუსიკას, რომელიც იქ გაიჟღერებდა, ეკითხებოდა რჩევებს და ა.შ.
საბოლოოდ, ბეკი შვილის გაბედნიერებას მაინც ვერ დაესწრო - ქორწილის დღეს, დილით ქალი გარდაიცვალა. ყველაფერი უკვე დაგეგმილი და შეთანხმებული იყო, ამიტომ კიდევ ერთხელ გადადება ვეღარ მოხერხდა. დედის გადიდებული ფოტოთი საკუთხევლისკენ მიმავალი ნელი სტუმრებისგან მილოცვასა და სამძიმარს ერთდროულად იღებდა. მან აღნიშნა კიდეც წვეულებაზე, რომ ბეკი არ ისურვებდა ასეთი ლამაზი დღის გლოვით შეცვლას და აიტომ, თვითონაც ვალდებული იყო, მთელი დღე ტირილში არ გაეტარებინა.
კომენტარი