საოცრად სიმპატიური ქართველი პრინცის ფოტოები
უგო ბაგრატიონი ბაგრატიონ მუხრანსკების შთამომავალია, დაიბადა და გაიზარდა ესპანეთში, თუმცა ბოლო წლებში საქართველოსთან კონტაქტი აღადგინა. ის გახლავთ დავით ბაგრატიონის უმცროსი ძმა და საქართველოს ტახტის მემკვიდრის, დავითისა და ანას ვაჟის უფლისწულ გიორგის ბიძა და ნათლია.
მოგესენებათ დავითისა და უგოს ესპანეთში ემიგრირებულ მამას გიორგი ბაგრატიონს სამი შვილი პირველ მეუღლესთან, მარია დე ლას მერსედეს დე ზორნოზა ი პომსე დე ლეონთან შეეძინა. შემდეგ იქორწინა ნურია ლოპეს ი ოლიარტზე, რომელთანაც შეეძინა გურამი (უგო). ბაგრატიონთა ქართლის შტოს მეთაური თავის შვილებს ერთმანეთის სიყვარულს ასწავლიდა, როგორც შეეფერება ქართულ ტრადიციებს.
უფლისწული უგო სწავლობდა ევროპის ბიზნესუნვერსიტეტში, მადრიდსა და ლონდონში... სამი წელი მუშაობდა სახელმწიფო პიარ-მენეჯერის თანამდებობაზე (ეს სააგენტო ემსახურება დომენიკის რესპუბლიკის, ფილიპინების, მალაიზიის, კუვეიტის, საუდის არაბეთის სამეფოს, ნიგერიის, ჩილეს, ბრაზილიის, ინდონეზიის მთავრობებს); თანამშრომლობდა სხვადასხვა გაზეთებთან: The Daily Telegraf (დიდი ბრიტანეთი), Usa Todey (აშშ), The Times of London (დიდი ბრიტანეთი), El Pais (ესპანეთი), Finansial Times (მთავარი რედაქციის ოფისი ლონდონში, გამოდის 24 ქვეყანაში).
კომენტარი