ბაღში შეუშვა საქონელი, რასაც დაპირისპირება მოჰყვა - სოფელ ქორდში კაცი დაიღუპა
ფიზიკური დაპირისპირება გორის მუნიციპალიტეტში - სოფელ ქორდში 60 წლამდე კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას "მოზაიკა" ავრცელებს.
მედია წერს, რომ კაცებს შორის კონფლიქტი გარდაცვლილის ბაღში საქონლის შეშვებას მოჰყვა.
"გარდაცვლილის ბაღში შეუშვა საქონელი ამ კაცმა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. საქონლის მეპატრონემ გარდაცვლილს ხელი დაარტყა, რის მერეც მას ინსულტი განუვითარდა", - უთხრეს "მოზაიკას".
ფიზიკური დაპისრიპირების შემდეგ, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარი