სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქართულ მართლმსაჯულებას არ ახსოვს, რომ ამდენი ადვოკატი იცავდეს ვინმეს" - ფაშისტური მოძრაობის ლიდერს 16 ადვოკატი იცავს

ფაშისტური მოძრაობის, "საქართველოს ეროვნული ერთობისწევრს, გიორგი ჭელიძეს სასამართლოში 16 ადვოკატი იცავს.

"ქართულ მართლმსაჯულებას არ ახსოვს, რომ ამდენი ადვოკატი იცავდეს ვინმეს. თუ საჭირო იქნება, დავრეკავ ასოციაციაში, პროფკავშირებში და კიდევ ბევრ ადვოკატს მოვიყვანთ. ეს იმიტომ, რომ გიორგი ჭელიძის დაკავებით საქართველოს ეროვნულობა საფრთხეშია. ამდენი ადვოკატი სააკაშვილის დასცავად არ მოვა”- აცხადებს ადვოკატი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ჭელიძის მხარდამჭერი აქციაც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მისი გათავისუფლება მოითხოვეს.

გიორგი ჭელიძეს ბრალი სსკ-ის 236- მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100