13 წლის მოსწავლემ სკოლაში ხელყუმბარა შეაგდო - პოლიციამ დამნაშავე უკვე დააკავა
დაღესტნის ერთ-ერთი რაიონის საშუალო სკოლაში მოსწავლემ ხელყუმბარა ააფეთქა. როგორც რუსული სააგენტოები იუწყებიან, 13 წლის მოზარდმა ინფორმატიკის კაბინეტში, სადაც 10 მოსწავლე იმყოფებოდა, ხელყუმბარა შეაგდო და კარი გამოკეტა. გარდაიცვალა ერთი, ხოლო დანარჩენი ცხრა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათი მდგომარეობა მძიმეა. დამნაშავე ამჟამად დაკავებულია და გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში, სადაც მის დაკითხვაზე სპეციალისტი მუშაობს.
კომენტარი