ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს
ხვალ, 21 ივნისს, 11:00 საათზე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში (მის: დ. აღმაშენებლოს გამზ. #68) საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქ. თბილისის #12 საპყრობილეს მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ნამუშევრები.
გამოფენას დაესწრებიან ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ასევე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
გამოფენდან შემოსული თანხა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად „დიტო ცინცაძის ფონდში“ გადაირიცხება. ღონისძიების საინფორმაციო კამპანიას „ჯეპრა“ უზრუნველყოფს.
კომენტარი