აშშ: ვაშინგტონი ასანჟის ექსტრადირებისთვის არ იბრძოლებს...
შვედეთის ერთ-ერთი გამომცემლობა, Local იუწყება, რომ ვაშინგტონს არ სურს Wikiliaks-ის დამფუძნებლის, ჟულიან ასანჟის შეერთებულ შტატებში ექსტრადირებისთვის ბრძოლა.
შეგახსენებთ, რომ ასანჟი ავსტრალიის მოქალაქე გახლავთ.
დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა სასამართლომ ოთხშაბათს ასანჟის აპელაციის განხილვა გადადო, აპელაცია შვედეთში მის ექსტრადირებას ეხებოდა. შვედეთში ასანჟის სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი.
შვედეთში მისმა ექსტრადირებამ შესაძლოა სამომავლოდ აშშ-ში მისი გასამართლება გამოიწვიოს. სადაც მას ბრალს Wikiliaks-ის მიერ სახელმწიფო საიდუმლოებების გაცემასა და შპიონაჟშიც კი დასდებენ ბრალს.
აშშ-ს საელჩომ კი აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ვაშინგტონი ასანჟის აშშ-ში ექსტრადირებისთვის არ იბრძვის.
„ეს არ არის ის რაც აშშ-ს აღელვებს. ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. აშშ-ს მსგავსი გეგმები რომ ჰქონოდა, უფრო ადვილი იქნებოდა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება, ვიდრე შვედეთის მმართველობასთან”, - აღნიშნავენ საელჩოს წარმომადგენლები.
ასანჟის ბრიტანეთში დარჩენა კიდევ 14 დღით შეუძლია. ანუ მანამდე, სანამ მისი იურისტები სასამართლოს განაჩენს არ შეისწავლიან. ჯერჯერიბით უცნობია რა განაჩენს გამოიტანს ევროპული სასამართლო ასანჟის მიერ შეტანილი აპელაციის შემდეგ.
კომენტარი