კახეთში 42 წლის ნასვამმა მამაკაცმა მეზობლის სახლში არასრულწლოვან გოგოსთან გარყვნილი ქმედება განახორციელა
კახეთში, არასრულწლოვან გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის 42 წლის კაცი დააკავეს. დამნაშავე მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. მას 8-და 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი - 1978 წელს დაბადებული ზ.ბ. დააკავეს.
დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეზობლის სახლში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. მომხდარი ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება დაიწყო და პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა. დაკავებული დანაშაულს აღიარებს" - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომენტარი