ტრავოლტამ დანაშაული აღიარა...
მსახიობმა ჯონ ტრავოლტამ, რომელიც სამი მამაკაცი მასაჟისტისადმი გამოვლენილ სექსუალურ ძალაოდობაშია ეჭვმიტანილი, სასამართლოს მიმდინარეობისას დანაშაული აღიარა.
შეგახსენებთ, რომ ჯონ ტრავოლტას ირგვლივ აღნიშნული სკანდალი არც თუ ისე დიდი ხნის წინ აგორდა. ერთ-ერთმა მასაჟისტმა სარჩელი აღძრა და ირწმუნებოდა, რომ 2012 წლის 16 იანვარს, ტრავოლტას ერთ-ერთ სასტუმროში ემსახურებოდა, როცა იგი მსახიობის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
შედეგად კი აღნიშნულ საჩივარს კიდევ ორი მამაკაცი შეუერთდა და ტრავოლტასაც დიდი პრობლემები შეექმნა. უცაბედად კი მან ბრალმდებელის მოთხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა და დანაშაული აღიარა.
შედეგად კი ჯონ ტრავოლტას ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა: “ჩვენ ამ სკანდალის ჩახშობა რაც შეიძლება სწრაფად გვსურს. მსახიობს არ სურს ამ საკითხის საჯაროდ განხილვა, იგი დანაშაულს აღიარებს, მაგრამ საქმე მეტად კონფიდენციალური და გასაიდუმლოებულია“, - განაცხადა მარტინ სინგერმა.
მსახიობის მილიონობით თაყვანისმცემელი შოკირებულია. ტრავოლტა მუდამ განათლებულ, თავშეკავებულ მეოჯახე ადამიანად ითვლებოდა. იგი მრავალი წელია ბედნიერად ცხოვრობს მსახიობ კელი პრესტონთან ერთად. წყვილს ორი შვილი ჰყავდა, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი, ჯეტი სამი წლის წინ გარდაიცვალა. რის შემდეგაც პრესტონსა და ტრავოლტას კიდევ ერთი ვაჟი, ბენჯამენი შეეძინათ.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამ განაპირობა ტრავოლტას აღნიშნული ქმედებები.
კომენტარი