სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ გაამელოტეს მონა ლიზა?

იტალიური ფონდის Foundation Art - ის დიზაინერებმა მონა ლიზა თმების გარეშე დახატეს. ამ ფორმით ფონდი კიბოთი დაავადებული ადამიანების გამხნევებას ცდილობს.

დავინჩის ნახატს საზოგადოების კიბოს შესახებ ინფორმირების პროგრამის ფარგლებში გამოიყენებენ. „კამპანიის მიზანი, რომელიც 2014 წლამდე ჩატარდება გახლავთ იმ ფაქტის ხაზგასმა, რომ ცხოვრებისეული ღირებულებები და ღირსება შენარჩუნებულ უნდა იქნას სოცოცხლის ბოლო წუთებშიც კი“ - განმარტავს Foundation Art - ის პრესსამსახური.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში აქცენტი გაკეთდება პაციენტების ღირსებებსა და სილამაზეზე, მიუხედავად იმისა, რომ დაავადება მათ გარეგნობას თვალშისაცემ ცვლილებებს სძენს.

შეგახსენებთ, რომ მონა ლიზას „გამელოტება“ პირველი პრეცედენტი არ გახლავთ, დაახლოებით 2 წლის წინ, კიბოთი დაავადებული ბავშვების გასამხნევებლად გაყიდვაში მელოტი ბარბის თოჯინა გამოვიდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100