სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„RMG ჯგუფი“ საყდრისის დაცვის კომიტეტს პასუხობს

„RMG ჯგუფი“ საყდრისი დაცვის კომიტეტის ზოგიერთ წევრს ცრუ ბრალდებების გავრცელებაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ მუზეუმის კონცეფციისა და ეკო აუდიტის თაობაზე მუშაობა მიმდინარეობს.

კომპანიაში აღნშნავენ, რომ მუზეუმის დაპროექტება სამშენებლო სამუშაოებიც “RMG gold”-ის მიერ იქნება დაფინანსებული.

„დღეს საყდრისის გადარჩენის კომიტეტის ზოგიერთი წევრის მიერ კომპანია “RMG gold”-ის მიმართ კვლავ გაჟღერდა მორიგი ცრუ ბრალდებები, თითქოს კომპანია არ ასრულებს მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს და ამ დრომდე არ არსებობს მუზეუმის შექმნის კონცეფცია. გვსურს გაცნობოთ რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი სამუზეუმო სივრცის შექმნასთან დაკავშირებით კომპანია “RMG gold”-ი აქტიურად თანამშრომლობს როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ასევე ყველა შესაბამის უწყებასთან. დღეის მდგომარეობით შერჩეულია და გამოყოფილია ადგილი, სადაც განთავსდება თანამედროვე სტანდარტების მუზეუმი, ხოლო საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ მომზადებულია სამუზეუმო სივრცის შექმნის კონცეფცია, რის საფუძველზეც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უშუალო ხელმძღვანელობით და კომპანია “RMG gold”-ის დაფინანსებით უახლოეს მომავალში დაიწყება მუზეუმის დაპროექტება. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი სამუზეუმო სივრცის შექმნისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების დაწყება, რომელიც ასევე კომპანია RMG gold”-ის მიერ იქნება დაფინანსებული. გაუგებარია საყდრისის გადარჩენის კომიტეტის ზოგიერთი წევრის მიერ დღეს გაჟღერებული ბრალდება, ვინაიდან საკითხში ჩახედული ნებისმიერი პიროვნებისთვის აღნიშნული პროცედურები კითხვებს ნამდვილად არ უნდა აჩენდეს“, - ნათქვამია „RMG ჯგუფის“ განცხადებაში.

რაც შეეხება ეკო აუდიტს კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ორგანიზაცია, რომელიც აუდიტს ატარებს ტენდერის საფუძველზე გამოვლინდა და საქართველოს გარემოსდაცვით-საკონსულტაციო სფეროში მოღვაწე ერთ-ერთი მაღალკვალიფიციური ორგანიზაციაა.

"ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროექტში ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ევროკავშირის ქვეყნების შესაბამისი ინსტიტუციების მიერ აღიარებული, საერთაშორისო გარემოსდაცვითი აუდიტორები იღებენ მონაწილეობას. მას შემდეგ, რაც დადგენილ ვადებში ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია - აიპ "გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელი კომისია" კომპანია "არემჯის" ჩასატარებელი აუდიტის გეგმას წარუდგენს, პროექტში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტები და "არემჯის" წარმომადგენლები ერთობლივ, საჯარო პრეზენტაციას გამართავენ. აღნიშნული აუდიტის სრულფასოვნად ჩატარებით და შემდგობში გარემოსდაცვითი სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, "RMG ჯგუფს“ სურს წერტილი დაუსვას რეგიონში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობით სპეკულირებას და სამომავლოდ გახდეს ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც გამორჩეული იქნება გარემოს დაცვის კუთხით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ საყდრისის დაცვის კომიტეტი კვლავ აგრძელებს ცრუ ბრალდებებს „RMG ჯგუფის“ წინააღმდეგ, რაც აშკარად მიზნად ისახავს კომპანიის დისკრედიტაციას“, - ნათქვამია „RMG ჯგუფის“ განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100