სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველაზე უცნაური ნივთები, რომლებიც ოდესმე ციდან ჩამოცვენილან

როგორც წესი, ავიაკომპანიები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ძრავების შესაძლო გაყინვასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამიტომაც, ნევადელი პენი და ბილ უაიტები ძალიან გაოცებულნი დარჩნენ, როცა ყინულის უზარმაზარი ნატეხი თვითმფრინავიდან პირდაპირ მათი ავტოფარეხის სახურავზე დაეცა.

პერსევსის მეტეორების ყოველწლიური წვიმა - ნამდვილი შოუა. ციდან ჩამოცვენილი ვარსკვლავები და მეტეორები ცის კიდეს სერავენ და ეს ულამაზესი ფეიერვერკის ეფექტს ქმნის. ფენომენს ასე პერსევსის პატივსაცემად უწოდეს - თანავარსკვლავედის, საიდანაც, მეცნიერთა აზრით, წარმოიშობიან ეს მეტეორები.

1979 წელს, სულ რაღაც 6 წლის შემდეგ იმ დღიდან, რაც 77,5 ტონის წონის თანამგზავრი American Skylab დედამიწის ორბიტაზე გაიყვანეს, ის დედამიწაზე დაბრუნდა და ინდოეთის ოკეანეში, დასავლეთ ავსტრალიასთან წყალში ავარდა.

2011 წლის დასაწყისში არკანზასში ციდან ათასეულობით მკვდარი ჩიტი ჩამოცვივდა. ეს მაშინ ცუდი მეტეოროლოგიური პირობებით - ქარითა და ჭექა-ქუხილით ახსნეს.

ავსტრალიაში კი 2010 წელს „თევზების წვიმა“ მოდიოდა. ამავე კონტინენტზე მსგავსი ფაქტი 1974 და 2004 წელსაც დაფიქსირდა.

დღემდე ითვლება, რომ მეტეორი, რომელიც ალექსანდრიაში (ეგვიპტე) 1911 წელს ცამოვარდა, მარსის ნატეხია და მისი ჩამოვარდნა მარსთან სხვა პლანეტის შეჯახებამ გამოიწვია.

ყველაზე დიდი მოცულობის ობიექტი, რომელიც ოდესმე კოსმოსიდან ჩრდილოეთ ამერიკაში ჩამოვარდნილა, ვილამეტის მეტეორია. 1902 წელს აღმოჩენილი ეს გიგანტური ქვა 15,5 ტონას იწონის და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამ კატეგორიაში მეექვსე გიგანტური წარმონაქმნია.

და ბოლოს, ყველაზე ძვირფასი, რაც ოდესმე ციდან ჩამოვარდნილა - ოქროა. ადრინდელი გამოკვლევებიდან ცხადი ხდება, რომ დედამიწაზე ძლიერი მეტეორული წვიმები იყო, რომლებმაც ჩვენი პლანეტის ქიმიური შემადგენლობა სეცვალეს, ამის შედეგად კი ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონები გაჩნდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100