7 მაისი, 7 საათი, თიბისი გალერეა, „ბოლო გრადუსი“...
7 მაისს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში გაიხსნება ფოტოხელოვან ალექსეი ნაგაევის ფოტო-ექსპოზიცია სახელწოდებით „ბოლო გრადუსი“...
2013 წლის დამდეგს ანტარქტიდაზე მოეწყო საერთაშორისო ექსპედიცია, სახელწოდებით „ბოლო გრადუსი“. მასში მონაწილეობდნენ ქართველი ბიზნესმენები, თიბისი ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომლებმაც ექსპედიცია თიბისი ბანკის 20 წლის იუბილეს მიუძღვნეს და სამხრეთ პოლუსზე ბანკის კორპორატიული დროშაც აღმართეს.
სწორედ ამ ექსპედიციას ასახავს ალექსეი ნაგაევის მიერ სამხრეთ პოლუსზე გადაღებული 70-მდე ფოტო, რომლებიც წარმოდგენილი იქნება გამოფენაზე. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება მამუკა ხაზარაძის მიერ გადაღებული ფოტოებიც.
ერთად ვნახოთ მოგზაურთა ფოტოფირზე აღბეჭდილი დაუვიწყარი კადრები! გთხოვთ მობრძანდეთ!
კომენტარი