სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ავერსი“ „დედების კლუბის“ მორიგ პრეზენტაციას მართავს

3 მარტს , 12:00 სთ-ზე, "ბიბლუს გალერიაში", კომპანია „ავერსი“ "დედების კლუბის" მორიგ პრეზენტაციას მართავს.

„დედების კლუბის“ წევრი ხდება ყველა დედა, ვინც „ავერსის“ სააფთიაქო ქსელით სარგებლობს. კლუბის წევრებს გადაეცემათ „დედების კლუბის“ ბარათი, რომელიც მათ უფლებას აძლევს, ისარგებლონ დამატებითი და საგანგებო ფასდაკლებით „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში, სხვადასხვა ტიპის შეღავათებით „ავერსის“ შვილობილ კომპანიებში და განსაკუთრებული პირობებით „ავერსის“ პარტნიორ კომპანიებში.

„დედების კლუბის“ პარტნიორები არიან: ტექნიკის მაღაზიათა ქსელი, პარფიუმერიულ მაღაზიათა ქსელი, საათებისა და სამკაულების მაღაზიათა ქსელი, სათვალეების მაღაზიათა ქსელი, სილამაზის სალონების ქსელი, სათამაშოების მაღაზიათა ქსელი, საბავშვო ავეჯის მაღაზია, ბავშვთა და გასართობი ცენტრები, კაფეები, ტურისტული კომპანიები და სხვა.

პრეზენტაციაზე მოწვეულ, როგორც დედებს, ასევე შვილებს დახვდებათ სასიამოვნო და სიურპრიზებით აღსავსე გარემო.

დედებისთვის გაიმართება შემდეგი სახის ღონისძიება:

  • სამედიცინო რჩევები–მედიცინის აკადემიური დოქტორი თამარ ობგაიძე:
  • კულინარიული შეჯიბრი დედებს შორის;
  • ვიქტორინა – ყველაზე წიგნიერი დედა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100