ტაივანში მიწისძვრის გამო ორი გარდაიცვალა, 188 დაშავდა, დანგრეულ შენობაში კი ამ დრომდე 29 ადამიანია მოყოლილი
ტაივანის ქალაქ ჰუალიანში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, 188 კიადამიანი დაშავდა. 29 ადამიანი კვლავაც სასტუმრო „მარშალის“ ნანგრევებშია მოყოლილი. ადგილზე მაშველები მუშაობენ. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6,5 მაგნიტუდა შეადგინა, რასაც 4,5 მაგნიტუდის განმეორებითი მიწისძვრა მოჰყვა.
მედიის ინფორმაციით, სულ მცირე ხუთი სახლია სრულად და ნაწილობრივ დანგრეული, დაზიანებულია ხიდები, გზის საფარი, ტროტუარებზე ღრმა ნაპრალები გაჩნდა.
კომენტარი