სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი, რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა "არჩევანში" და რისკენ მოუწოდა მან ქვეყნის ყველა პოლიტიკოსს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ მედიას მუშაობაში პრობლემა არ უნდა შეექმნას, რადგან ამას არც ერთ ხელისუფლებას საზოგადოება არ აპატიებს.

"მე საზოგადოებას გავახსენებ, იმ ფაქტებს, როდესაც ისმებოდა შეკითხვები თავისუფალი მედიის შეზღუდვაზე. როდესაც ედუარდ შევარდნაძის მთავრობის დროს სწორედ რუსთავი 2-ს დაუდგა სირთულე. უმაღლესი თანამდებობის პირობებმა პარლამენტის თავმჯდომარეს, შს მინისტრს, გენერალურ პროკურორს მოუხდათ თანამდებობის დატოვება.

ამის შემდეგ იმედის დახურვას გადაჰყვა საქართველოს მაშინ ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურის საქართველოს პრეზიდენტის ვადა და პრეზიდენტ სააკაშვილი იყო
იძულებული იმიტომ, რომ მედიის საკითხები იქნა ხელშეხებული, ის გახდა იძულებული გადამდგარიყო,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს ქვეყანაში ყველა პოლიტიკოსს, რომ ღიად დააფიქსირონ საკუთარი აზრი მედიის თავისუფლების მიმართ, მიუხედავათ მათი პოლიტიკური კუთვნილებისა და რომელიმე კომპანიის მიმართ მათი პირადი დამოკიდებულებისა.

"მჯერა, რომ ეს მეხსიერება პოლიტიკოსებში არის. ამ შემთხვევებში მთავარი და წარმმართველი იყო ის, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო მედია საშუალების შესაძლებლობა და უფლება ესაუბროს საზოგადოებას. შესაბამისად მე დღეს ყველა პოლიტიკოსისგან, პოლიტიკური პარტიების კუთვნილებისა, რა ეთერები ჰქონდა კარგი ცუდი წარმატებული თუ წარუმატებელი, მე ველი მათგან მედიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერას. ჩვენთვის პოლიტიკოსებითვის, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც სწორედ ჩვენი დემოკრატიულობის განხორციელება და საზოგადოებასთან ურთიერთობა ამ და სხვა ეთერებით შეგვიძლია. ეს ღირებულება უნდა დაფიქსირდეს. კომპანიას და მაუწყებელს საქმიანობაში პრობლემები არ უნდა გაუჩნდეს,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ვიდეო ნახ: http://rustavi2.com/ka/news/28129

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100