ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსით საქართველოს 20-მდე მოქალაქეა დაინფიცირებული
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსით საქართველოს 20- მდე მოქალაქე დაინფიცირდა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაინფიცირებულთა დიდი წილი მოდის იმ ქვეყნებზე, სადაც დიდია საქართველოს მოქალაქეეების კონცენტრაცია.
„თითოეული შემთხვევა მონიტორინგზე აქვს აყვანილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიას. ისინი ყოველდღიურ კავშირზე არიან ჩვენს მოქალაქეებთან და მედიკოსებთან. უმეტეს მათგანს კორონავირუსის მსუბუქი ფორმები აღენიშნება და მკურნალობას გადიან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ხშირ შემთხვევაში ადგილობრივად. ბევრ მათგანს სტაციონართან კომუნიკაციაში საქართველოს წარმომადგენლობები დაეხმარა. კიდევ ერთხელ შეგახსნეებთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოს საელჩო საზღვარგარეთ მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები. ყველგან ამოქმედებულია ცხელი ხაზი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულეებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა“, - აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
კომენტარი