სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინი იანუკოვიჩზე ნაწყენია

როგორც ირკვევა, ვლადიმერ პუტინი მეტად ნაწყენია ვიქტორ იანუკოვიჩზე. უცხოური პრესა წყენის მიზეზების ახსნისას ასახელებს პუტინის წარუმატებელ ვიზიტს უკრაინაში, როდესაც მან ვერცერთ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.
დფსდოფკსდოპ
თუმცა, ექსპერტების აზრით, მიზეზები უფრო სიღრმისეულია. იანუკოვიჩმა პუტინს იმედები, უბრალოდ, არ გაუმართლა. რუსეთში ახლა გაახსენდათ უკრაინის მიერ "სამხრეთ ოსეთის" და აფხაზეთის აღიარებაზე უარის თქმა, მთელი რიგი ენერგეტიკული და ეკონომიკური გადაწყვეტილებები, რომელიც იანუკოვიჩმა რატომღაც რუსულ ინტერესებს არ მოარგო.
დფსდოფკსდოპ
სწორედ ამიტომაცაა, რომ, როგორც დასავლეთელი ექსპერტები წერენ, შეურაცხყოფილი პუტინი აშკარად შურისძიებაზე ფიქრობს, რათა დაანახოს ბატონ იანუკოვიჩს, რომ "ძმურ რუსეთს", რომელიც პროპაგანდისტულ მართვის სადავეებს ფლობს, უბრალოდ შეუძლია გაანადგუროს უკრაინის პრეზიდენტი. ექსპერტების ვარაუდით, ეს მუქარა იანუკოვიჩის მისამართით პუტინის მიერ, უკვე პირისპირ საუბრისასაც გამოითქვა.
დფსდოფკსდოპ
სპეციალისტების თქმითვე, იანუკოვიჩს ორი კარდინალურად განსხვავებული გზა აქვს საიმისოდ, რომ ულტიმატუმზე რეაგირება მოახდინოს: ერთი, გაიქცეს სასწრაფოდ კრემლისკენ ბოდიშის მოსახდელად და იმის სათქმელად, რომ შეცდომა დაუშვა, ხოლო მომავალში გამოაწორებს და ემსახურება რუსეთს და მეორე, გაუგზავნოს ამ უკანასკნელის მოთხოვნებს მკაცრი უარი და ევროპისკენ აიღოს გეზი წინამორბედის მსგავსად.
დფსდოფკსდოპ
რომელ ვარიანტს აირჩევს იანუკოვიჩი, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება. თუმცა, ექსპერტები ამ სიტუაციაში მესამე ვარიანტსაც უშვებენ - გაჩუმებას და თავის ისე დაჭერას, თითქოს არაფერი მომხდარა.

თუმცა, ისიც საეჭვოა, რამდენად მალე დაივიწყებს პუტინი ასეთ უარყოფას "სტრატეგიული პარტნიორისგან". მოკლედ, ყველაფერი უკრაინის პრეზიდენტზე და ხელისუფლებაზეა დამოკიდებული და მათ სერიოზული არჩევანის გაკეთება უახლოეს მომავალში მოუწევთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100