სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“ შშმ პირთა მხარდასაჭერად ღია კარის პრინციპით დაფინანსებას იწყებს

თბილისი, 24 აპრილი, 2014 – „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდი“, შშმ პირთა მხარდაჭერის მიზნით, ღია კარის პრინციპით დაფინანსების დაწყების შესახებ აცხადებს. ფონდის ახალი ინიციატივის მიზანია, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული შშმ ადამიანების აღმოჩენა და მათი ნიჭის განვითარებისა და წარმოჩენის ხელშეწყობა.

„საქართველოს ბანკის მომავლის ფონდის“ ღია კარის პრინციპით დაფინანსების ფარგლებში, ნიჭიერი შშმ პირების აღმოჩენა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. ნებისმიერი ადამიანს შესაძლებლობა აქვს, ნიჭიერი შშმ პირის ისტორია გააზიაროს ფონდის სოციალური პროექტების facebook–ის გვერდზე: სიცოცხლის ხე. შშმ პირის შესახებ მოთხრობილი მოკლე ისტორია უნდა ახდენდეს განსაკუთრებული ნიჭის დემონსტრირებას. ისტორიას გაეცნობიან „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდში“ და განიხილავენ დაფინანსების შესაძლელობას. დაფინანსება მიმართული იქნება ისტორიაში მოყვანილი ადამიანის ნიჭის წარმოსაჩენად.

ღია კარის პრინციპით პირველი დაფინანსება შედგა 2014 წლის აპრილში. ფონდმა წიგნად გამოსცა, შეზღუდული შესაძებლობების მქონე პირის 24 წლის მაკა ნათელაურის მოთხრობების პირველი კრებული სახელწოდებით „სინათლის სვეტი“. მაკა, რომელსაც შეზღუდული აქვს კიდურების მოძრაობის და მეტყველების

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100