სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჟურნალმა BILLBOARD-მა წლის ქალბატონი დაასახელა

პოპულარულ მომღერალს, ქეითი პერის ჟურნალმა billboard-მა 2012 წლის ქალბატონის ტიტული მიაკუთვნა. ვარსკვლავის დაჯილდოების ცერემონიალი კი მიმდინარე წლის 30 ნოემბერს ნიუ-იორკში შედგება.

როგორც ჟურნალის მთავარი რედაქტორი, ბილ ვერდი აღნიშნავს, პერი შოუბიზნესში მხოლოდ 5 წლის წინ გამოჩნდა და ამ დროისათვის მან დიდი პოპულარობის მოხვეჭა შეძლო.

„ქეითი პერი შოუბიზნესში 5 წლის წინ შემოიჭრა და მან იმდენის გაკეთება შეძლო, რასაც სხვა ვარსკვლავები მთელი თავისი კარიარეის განმავლობაში ვერ ახერხებენ“, - ამბობს ვერდი.

სწორედ აღნიშნული შესაძლებლობების გამო გადაწყვიტა ჟურნალმა ამ ტიტულის პერისთვის მინიჭება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100