სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კოკოითი: "ოსური ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არასდროს ყოფილა..."

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის მტკიცებით, "არსობრივად, ოსური ეკლესია ქართული საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არასოდეს ყოფილა".

როგორც კოკოითმა ოსურ სააგენტოსთან ინტერვიუში განაცხადა, "საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არცერთი მოქმედი ეკლესია და არცერთი ოსი მღვდელი არ ყოფილა".

"ჩვენ არ გავსულვართ ქართული საპატრიარქოს დაქვემდებარებიდან, რამდენადაც მის შემადგენლობაში არასოდეს ვყოფილვართ. პირდაპირ ვიტყვი, რომ არსობრივად, ჩვენ ქართული ეკლესიის შემადგენლობაში არასოდეს ვყოფილვართ", - განაცხადა კოკოითმა.

მისივე თქმით, "რესპუბლიკის მოსახლეობამ სარწმუნოების აღორძინება იმ მომენტიდან დაიწყო, როდესაც სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა".

"ქართულმა ეკლესიამ მალევე ნაციონალისტური პოზიცია დაიკავა და ომს და ჩვენი ხალხის განადგურებას კურთხევა მისცა. ამიტომ ჩვენ არასოდეს გვექნება საერთო იმ ეკლესიასთან, რომელიც ქრისტიანულ მცნებებზე მაღლა ნაციონალისტურ იდეებს აყენებს და ერებს შორის მტრობას თესს. ჩვენ ყოველთვის ვისწრაფვოდით, რუსული ეკლესიის გვერდით ვყოფილიყავით და ამიტომ რუსეთის საპატრიარქოს მხარდაჭერის იმედი გვქონდა. ჩვენ გვსურს, რუსეთთან სულიერ ერთობაში ვიყოთ და ვფიქრობ, საბოლოოდ ჩვენს ერთობას აღვადგენთ, მაგრამ ჯერჯერობით მნიშვნელოვნად და სწორდ ვთვლი ალანიის ეპარქიის სტატუსის შენარჩუნებას, რათა ვიღაც თვითმარქვიებმა თავი მის მემკვიდრედ არ გამოაცხადონ", - განაცხადა კოკოითმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100