"20 კგ აქვს დაკლებული, რაც "ვივა მედში" შემოვიდა" - მიხეილ სააკაშვილი საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარს ამბობს
მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტებისა და საკვების მიღებაზე უარს აცხადებს და პალატაში ამერიკელ ექსპერტებს ელოდება.
კლინიკა ვივა მედში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაშვებას ელის ამერიკელი ნევროლოგი ექიმი ლაჰანი. მიხეილ სააკაშვილს ასევე მოინახულებენ ამერიკელი ადვოკატი და ქართველ ექსპერტები.
ამ დრომდე ჯანდაცვის სამინისტროსგან პასუხს ელის ნობელიანტი ექიმი ჯეიმს კობი. ადვოკატების მტკიცებით, ისინი ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი უცხოელი ექიმის, გასტრო-ენტეროლოგის ლიცენზიის საკითხზე მიმართავენ.
„წუხანდელთან შედარებით, უკეთესი სიტუაციაა, თუმცა, ზოგადად, რთული მდგომარეობაა. ეს რაც ჯანმრთელობას შეეხება. წამლების მიღებაზე უარი განაცხადა, თუმცა არა პროტესტის მიზნით. 86 კილოა. 20 კილოგრამი აქვს დაკლებული, რაც "ვივამედში" შემოვიდა. ფაქტია, რომ ჯანმრთელობა უარესდება. სასამართლო პროცესიც ვერ ჩატარდა. მოსამართლემ პროცესი შეწყვიტა იმის გამო, რომ მისი დაკითხვა შეუძლებელია და ეს განჩინებაშიც აისახა. ასეთი იურიდიული დოკუმენტი პირველად გაჩნდა.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ვიდრე ექსპერტიზა არ დამთავრდება, წამლების მიღების აზრს ვერ ვხედავო. პირიქით, სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება და რთულდება. საჭმელს ვერ იღებს, ტკივილები აქვს." ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე.
კომენტარი