სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოჭში, 110 წლის ქართულ სკოლაში ქართულის გაკვეთილები აკრძალეს

ქალაქ სოჭის ქართული კულტურის ცენტრი "ივერია’’ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში, ქალაქ სოჭში, სოფელ პლასტუნკის N44 საშუალო სკოლის ირგვლივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ვითარების გამოსასწორებლად შესაბამისი ზომების დაუყოვნებლივ მიღებას სთხოვს.

დიდი სოჭის ტერიტორიაზე მდებარე სკოლა, რომელიც არსებობის 110 წელს ითვლის, ქართველებით დასახლებულ სოფელ პლასტუნკაში მისი მაცხოვრებლების ნებაყოფლობითი შემოწირულობებით შეიქმნა. სკოლა, რომელიც თავის დროზე ქართული იყო, თანდათან რუსულ საშუალო სკოლად გადაკეთდა, მაგრამ ქართულ ენას, როგორც ერთ–ერთ აუცილებელ საგანს ინარჩუნებდა. უფრო მოგვიანებით სკოლა 9 წლიანი გახდა, სკოლის ხელმძღვანელობის ბოლო გადაწყვეტილებით კი ქართული ენის სწავლება საერთოდ იქნა ამოღებული სასკოლო საგნებიდან და ქართული ენის სწავლებას მიეცა ქართული ენის წრის კვალიფიკაცია. სკოლას მრავალი წლის განმავლობაში კურატორობას კრასნოდარის მხარის საზოგადოებრივი ორგანიზაცია – ქართული კულტურის ცენტრი "ივერია’’ უწევდა. მათთვის პლასტუნკის სკოლის დირექციას ამ გადაწყვეტილების თაობაზე არც კი უცნობებია.

საკითხის გასარკვევად, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიუნტერ ბეხლერს შეხვდა და რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში, ქალაქ სოჭში, სოფელ პლასტუნკის N44 საშუალო სკოლის ირგვლივ შექმნილ სიტუაცია გააცნო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100