დაუჯერებელია, ნახეთ რას ამბობდა დედ ჰასანი ქართველებზე
ამონარიდი რუსეთის შსს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის, მიხაილ ვანიჩკინის მოგონებებიდან.
"აღშფოთებული ვარ კავკასიელი კანონიერი ქურდების ქცევით, - მითხრა უსოიანმა და მივხვდი, რომ კავკასიელებში ქართველებს გულისხმობდა, - ეს ხალხი, - განაგრძო უსოიანმა, - საზოგადოებისთვის ძალიან სახიფათოა. არ ცნობენ არანაირ კანონებს, არც ქურდულს, არც სახელმწიფოს. ერთადერთ ღირებულებად ფული მიაჩნიათ და მის საშოვნელად ყველაზე საშინელ დანაშაულსაც კი არ ერიდებიან" (1998 წელი)
ცნობისთვის დედ ჰასანი (ჰასან უსოიანი) გახლდათ თბილისში დაბადებული და გაზრდილი კანონიერი ქურდი, რომელიც 2010 წლიდან პოსტსაბჭოური სივრცის კრიმინალური სამყაროს უპირობო მმართველი გახდა, 2013 წლის 16 იანვარს კი მოსკოვში, შუადღისას, რესტორან "სტარი ფაეტონთან" მოკლეს
კომენტარი