სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რამ აღაფრთოვანა სალომე ქათამაძე იურმალაზე?

იურმალა 2013-ის ქართველმა კონკურსანტმა სალომე ქათამაძემ, რუს ჟურნალისტებს კონკურსთან დაკავშირებული შთაბეჭდილებები გაუზიარა. გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც სალომემ მიქსტივის ჟურნალისტებს მისცა.

როგორ მოხვდით პროფესიით ჟურნალისტი იურმალაზე?

ბავშვობიდან ვმღერი, სიმღერა არ არის ჩემთვის ჰობი, ეს ჩემი ცხოვრებაა, აი ჟურნალისტიკა კი ჰობია. 6 წლიდან ვმღერი, თავიდან კლასიკურ ოპერას ვმღეროდი, 16 წლიდან კი საესტრადო კარიერა დავიწყე.

იურმალაზე ყოფნის მინუსებსა და პლიუსებს ხომ არ გამოყოფდით?

ძალიან მომწონს ჩვენი რეპეტიციები, ალექსანდრე რევზინი კარგ გაკვეთილებს გვიტარებს, ისე კარგად გვიხსნის ყველაფერს, რომ აღფრთოვანებული ვარ.

გამარჯვებისთვის ხარ განწყობილი თუ ეს კონკურსი უბრალოდ მასტერკლასია შენთვის?

კონკურსანტები აქ ყველანი გამარჯვებისთვის ვართ განწყობილი, თუმცა ალექსანდრეს მასტერკლასის გათვალისწინებაც ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან ის გვასწავლის, სცენაზე მოძრაობას, ენერგიის გადაცემას, როგორ უნდა იდგე, როგორ უნდა გამოხატო ემოციები, ამ ყველაფერს გვასწავლის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება გამარჯვებას მე ყველას ვუსურვებ, წარმატებას და ყველა კონკურსანტს ვგულშემატკივრობ. რაც იქნება იქნება, ყველას გვინდა, რომ კარგად გამოვიდეთ სცენაზე.

არის რაიმე რისი მოსწრებაც გინდა, აქ იურმალაზე?

საერთოდ ვერაფერს ვასწრებთ, მხოლოდ რეპეტიციები, ჭამა და ძილი. მკარი რეჟიმი გვაქვს. გასართობად არ გვცალია, რადგან კონკურსის წინ მხოლოდ კონკურსზე უნდა ვიფიქროთ და ეს ძალიან კარგია, მაგრამ კონკურსის შემდეგ უკვე შევძლებთ გართობას.

ლატვიაში პირველად ხართ?

დიახ პირველად ვარ და ძალიან მომწონს, ზღვა, პლაჟი, საქართველოს გავს, აქ ტყე და ხეებიც არის, ყველაფერი ძალიან ლამაზია და ჩვენს კურორტებს გაქვს, კარგი ჰაერია, მომწონს აქაურობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100