ბენედიქტ კამბერბეჩმა ავტომობილით ადამიანი გაიტანა
პოპულარულ მსახიობსა და სერიალ "შერლოკის" მთავარ გმირს ბენედიქტ კამბერბეჩს ავტოსაგზაო ინციდენტი შეემთხვა.
ის თავისი ლამბორგინით კუნძულ უაიტიზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც ველოსიპედისტს დაარტყა. დაშავებული 63 წლის მაიკლ ლოურენსი აღმოჩნდა, რომელმაც ხელის სერიოზული ტრავმა მიიღო. თავიდან მამაკაცმა მსახიობი ვერ იცნო და ჩხუბი და მუქარა დაუწყო მას, რადგან ეს უკანასკნელი კეპიანი ქუდით. როდესაც ორივე მათგანი დამშვიდდა, ბენედიქტმა საავადმყოფოში გადაიყვანა ლოურენსი.
იმ შემთხვევაში, თუ დაშავებული კამბერბიჩს უჩივლებს, მისგან კომპენსაციის სახით 26 ათას დოლარს მიიღებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რას გადაწყვეტს ლოურენსი.
კომენტარი