წავკისში სისხლიანი გარჩევის მიზეზების შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
წავკისში მომხდარ სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
როგორც imedinews.ge იტყობინება, გარდაცვლილ ლექსო ფეიქრიშვილს ცოლი და მცირეწლოვანი შვილი თბილისში მიჰყავდა რა დროსაც მას ავარია მოუვიდა ტაბახმელაში მცხოვრებ ახალგაზრდასთან.
ავარიის დროს მანქანას სარკე მოტყდა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ეს ავარია გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი.
მოკლული ბიძაშვილები ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ, თუმცა ტაბახმელაში მცხოვრებლებმა უარი განაცხადეს და მეგობრებთან ერთად საქმის გასარჩევად წავკისში ჩავიდნენ.
შელაპარაკება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, რა დროსაც ბიძშვილები დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად დაიღუპნენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ე ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო: imedinews.ge
კომენტარი